წყნეთში, დენის დარტყმის შედეგად დაღუპული 15 წლის ბიჭის დედა დუმილს არღვევს
წყნეთში, ფანჩატურში, 2 წლის წინ დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი 15 წლის დათუნა ჟღენტის დედასთან "TV პირველმა" ინტერვიუ ჩაწერა.
წყნეთში, 2023 წლის 11 ივლისს, ე.წ. სამთავრობო ზონაში 15 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
მაშინ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ბავშვის გარდაცვალების მიზეზად სახელდებოდა ფანჩატურში თვითნებურად, კუსტარულად დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა.
"ყველამ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი კუსტარული დაერთება, თვითნებობა, არის უკანონო. არავის აქვს უფლება, შესაბამისი ნებართვისა და სპეციალისტების ჩართულობის გარეშე, აწარმოოს მსგავსი ტიპის სამუშაო" - განაცხადა კალაძემ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.