loader

"ხელშეკრულების გაფორმება დღეს იგეგმება" - მეტროს ვაგონების ჩანაცვლებისთვის გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხელშეკრულების გაფორმება დღეს იგეგმება" - მეტროს ვაგონების ჩანაცვლებისთვის გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია

მეტროს ვაგონების ჩანაცვლებისთვის გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია და გამარჯვებულ კომპანიად „ჯითი გრუპი“ გამოვლინდა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერება.

როგორც კალაძემ აღნიშნა, აღნიშნული კომპანია 111 ვაგონს საქართველოს 5 წლის განმავლობაში მოაწვდის.