სიახლე მეტროსთან დაკავშირებით, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება - რომელ მეტროსადგურს შეეხება ცვლილება?
დაგეგმილი რეაბილიტაციის გამო, მეტროსადგური „ვარკეთილი“ ხვალიდან 45 დღით დაიკეტება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, რეაბილიტაციის პროექტი მომზადდა შპს „პრობილდ ექსპერტის“ მიერ, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით.