რას ამბობს მამაკაცი, რომელიც შეუძლოდ გახდა - "რატომ ეჩხუბები, წინააღმდეგობა თუ გაგიწია, რაც გინდა ის უქენი-მეთქი, შენ ვინ გეკითხებაო?"
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთ მამაკაცს პოლიცია აკავებს, რა დროსაც მოქალაქე ცუდად გახდა.
ვიდეოს ავრცელებს თვითმხილველი თამარ ბოჭორიძე და აღნიშნავს, რომ კადრები ამაღლების ქუჩაზეა გადაღებული."ამ ყველაფრამდე ბიჭს ათრევდნენ საკუთარი მანქანიდან. ვინც გამოესარჩლა, ასე არ შეიძლება მოექცე ადამიანსო, ყველას შედგნენ.
ამაღლების ქუჩაზეა გადაღებული. რით დაიწყო ზუსტად არ ვიცი. მანქანიდან რომ ეჯაჯგურებოდნენ იმ ბიჭს, მაშინ ატყდა ხმაური. როგორც საუბრებიდან გაირკვა, ეს ბიჭი პარკინგიდან გამოდიოდა და გზა არ დაუთმო პატრულის მანქანას.სასწრაფოც მოვიდა უკვე", - წერს თამარ ბოჭორიძე.
მოქალაქე, რომელიც შეუძლოდ გახდა, ახლა თავს კარგად გრძნობს. მის კომენტარს "ტვ პირველი" ავრცელებს