მარნეულში 16 წლის მოზარდი 50 ჭრილობით იპოვეს
მარნეულში 16 წლის მოზარდი 50 ჭრილობით იპოვეს. მისი სიცოცხლის გადასარჩენად ექიმები ამ დრომდე იბრძვიან. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, შემთხვევა 10 ივლისს მოხდა. როგორც რადიო "მარნეულს" დაზარალებულთან დაახლოებული პირები უყვებიან, ბავშვის პოვნა რამდენიმე საათის წინ მოხერხდა.
მოზარდი მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი და რეანიმაციაში იმყოფება.
მომხდარს ადასტურებენ ოპოზიციაშიც. ამის შესახებ გიორგი მუმლაძე და სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში წერენ.
წყარო:marneulifm