თვითმხილველების თქმით, ავტობანზე ავარიას მცირეწლოვანი ემსხვერპლა - კადრები ადგილიდან
ამ წუთებში, რიკოთზე რამდენიმე კილომეტრიანი საცობია.
როგორც "Palitravideo“-სთვის არის ცნობილი, მოძრაობის შეფერხება ავტოსაგზაო შემთხვევამ გამოიწვია.
არიან თუ არა შემთხვევის შედეგად დაშავებულები, დამატებით დეტალებს ვარკვევთ.
თვითმხილველების თქმით, შემთხვევას მცირეწლოვანი ემსხვერპლა
დეტალების გარკვევას “palitravideo“ შსს-ში ცდილობს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.