რიკოთზე მომხდარი ავარიის გამო, მოძრაობა იზღუდება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, რიკოთზე მომხდარი ავარიის გამო, მოძრაობა იზღუდება.
„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - ნათქვამია განცხადებაში.