loader

"ამ მანქანის წინ ჩვენ ვმოძრაობდით... ტრაილერმა გადმოკვეთა ორმაგი უწყვეტი და აი, ეს მოხდა! ბავშვი წამებში გარდაიცვალა" - რას ამბობს თვითმხილველი რიკოთზე წუხელ მომხდარ უმძიმეს ავარიაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ მანქანის წინ ჩვენ ვმოძრაობდით... ტრაილერმა გადმოკვეთა ორმაგი უწყვეტი და აი, ეს მოხდა! ბავშვი წამებში გარდაიცვალა" - რას ამბობს თვითმხილველი რიკოთზე წუხელ მომხდარ უმძიმეს ავარიაზე?

რიკოთზე წუ­ხელ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ტრა­ი­ლერ­ი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლს დაეჯახა.

თვითმხილველების თქმით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი, ერთი კი გარდაიცვალა. მათივე ცნობით, დაღუპულია 6 წლამდე ბავშვი.

ავა­რი­ის გამო რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი რი­კოთ­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა შე­ზღუ­დუ­ლი იყო.

"არ ვიცი, ახლა ამას აქ რატომ ვწერ, დილის 05:16 საათია. ამ მანქანის წინ ჩვენ ვმოძრაობდით, ტრაილერმა გადმოკვეთა ორმაგი უწყვეტი, ჩვენ სასწაულებრივად გადავრჩით, და აი, ეს მოხდა! 5 წლის ბავშვი წამებში გარდაიცვალა! ცოცხალია მშობლები და 2 შვილი, თუმცა არ ვიცი, ამ მდგომარეობიდან რა გამოიყვანთ... ერთი მინდა გითხრათ, გაუფრთხილდით თქვენს თავებს და სხვებს. არავინ ვიცით, ჩვენ გადაწყვეტილებებს რა მოჰყვება. ძალიან გთხოვთ, იარეთ ნელა!" - წერს თვითმხილველი სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.

517123959-24068579752750824-2592607444890213215-n-1752303061.jpg

სოციალურ ქსელში ავარიის ამსახველი სხვა ფოტოებიც ვრცელდება:

517992745-24145608225082056-3165179419829444341-n-29391-1752303111.jpg

1vd3repucl01i8m-29183-1752303150.jpeg