დღეიდან მეტროსადგური "ვარკეთილი" 45 დღით დაიკეტა
დაგეგმილი რეაბილიტაციის გამო, მეტროსადგური „ვარკეთილი“ დღეიდან, 12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტა.
„ვარკეთილის” დაკეტვის გამო, დროებით, ავტობუსის დამატებითი მარშრუტი დაინიშნა.
კერძოდ, ჯავახეთისა და ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩების გადაკვეთიდან ავტობუსის დროებითი მარშრუტი N174 იმოძრავებს, რომელიც მგზავრებს უახლოეს მეტროსადგურამდე გადაიყვანს. ავტობუსი წრიულად, მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიამდე და პირიქით იმოძრავებს.