loader

რიკოთზე მომხდარი ავარიის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა - რა დეტალები ხდება ცნობილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რიკოთზე მომხდარი ავარიის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა - რა დეტალები ხდება ცნობილი?

რი­კოთ­ზე მომ­ხდა­რი ავა­რი­ის ფაქ­ტზე პო­ლი­ცი­ამ ერთი პირი და­ა­კა­ვა. AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლია ტრა­ი­ლე­რის მძღო­ლი.

რიკოთზე წუ­ხელ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ტრა­ი­ლერ­ი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლს დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი, ერთი კი გარდაიცვალა. მათივე ცნობით, დაღუპულია 6 წლამდე ბავშვი.

ავა­რი­ის გამო რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი რი­კოთ­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა შე­ზღუ­დუ­ლი იყო.

"არ ვიცი, ახლა ამას აქ რატომ ვწერ, დილის 05:16 საათია. ამ მანქანის წინ ჩვენ ვმოძრაობდით, ტრაილერმა გადმოკვეთა ორმაგი უწყვეტი, ჩვენ სასწაულებრივად გადავრჩით, და აი, ეს მოხდა! 5 წლის ბავშვი წამებში გარდაიცვალა! ცოცხალია მშობლები და 2 შვილი, თუმცა არ ვიცი, ამ მდგომარეობიდან რა გამოიყვანთ... ერთი მინდა გითხრათ, გაუფრთხილდით თქვენს თავებს და სხვებს. არავინ ვიცით, ჩვენ გადაწყვეტილებებს რა მოჰყვება. ძალიან გთხოვთ, იარეთ ნელა!" - წერს თვითმხილველი სოციალურ ქსელში.