საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
5 მაისს, ახალციხეში, კერძო საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედა "პალიტრავიდეოსთან" პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ექსპერტიზის პასუხში წერია, რომ ბავშის გარდაცვალება სუნთქვის მწვავე უკმარისობამ გამოიწვია.
ტრაგედია ახალციხეში 5 მაისს მოხდა. კერძო ბაგა-ბაღში მიყვანიდან რამდენიმე საათში ორი წლის ბავშვი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს ეძინა, როდესაც აღმზრდელმა დახედა და გარდაცვლილი დახვდა. ბავშვს გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ფაქტზე გამოძიება სსკ 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.