17 წლის ბიჭი სანაპიროზე, მის მიერვე გათხრილი გვირაბის ჩამოშლის შედეგად, მიწაში ცოცხლად დაიმარხა - ტრაგედია იტალიაში
იტალიის ჩრდილო-დასავლეთით სანაპიროზე ტრაგედია მოხდა - პლაჟზე მყოფი 17 წლის ბიჭი მას შემდეგ დაიღუპა, რაც მის მიერვე გათხრილი გვირაბი თავზე ჩამოეშალა.
ბიჭი მიწის ქვეშ გარკვეული დროის განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა მისი ხმა ვერავინ გაიგო.
"მან გვირაბი გათხარა. სურდა ერთი მხრიდან შესვლა და მეორე მხრიდან გამოსვლა, თუმცა როდესაც მასში გადიოდა, ყველაფერი ჩამოინგრა და ორმო მთლიანად ამოივსო. შეუძლებელი იყო რამის შემჩნევა" – თქვა ინციდენტის დროს ახლოს მყოფმა მოცურავემ.
17 წლის ბიჭი პლაჟზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.