loader

"ამის მნახველები ძალიან დავისტრესეთ, საშინელება იყო! მეცოდება ეს ოჯახი ამ ტკივილისთვის... ბენზინის მანქანას საბურავი გაუსკდა" - რიკოთზე მომხდარი ავარიის ახალი დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამის მნახველები ძალიან დავისტრესეთ, საშინელება იყო! მეცოდება ეს ოჯახი ამ ტკივილისთვის... ბენზინის მანქანას საბურავი გაუსკდა" - რიკოთზე მომხდარი ავარიის ახალი დეტალები

რიკოთზე წუ­ხელ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ტრა­ი­ლერ­ი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლს დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი, ერთი კი გარდაიცვალა. მათივე ცნობით, დაღუპულია 6 წლამდე ბავშვი.

ავა­რი­ის ფაქ­ტზე პო­ლი­ცი­ამ ერთი პირი და­ა­კა­ვა. AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლია ბენ­ზი­ნის მან­ქა­ნის მძღო­ლი.

"დიდი ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებს. უკარ­გე­სი, ერ­თად შეკ­რუ­ლი ოჯა­ხი გა­უ­ბე­დურ­და. 5 წლის არის უფ­რო­სი, მე­ო­რე, რო­მე­ლიც და­ი­ღუ­პა 4 წლის ხდე­ბო­და, და პა­ტა­რა 2 წლის არის. მე­ცო­დე­ბა ეს ოჯა­ხი ამ ტკი­ვი­ლის­თვის. ვე­რა­ფერს ვამ­ბობთ, და­დუ­მე­ბუ­ლე­ბი ვართ" - ჰყვე­ბი­ან და­ღუ­პუ­ლი ბავ­შვის ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი AMBEBI.GE-სთან.

ავა­რი­ის გამო რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი რი­კოთ­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა შე­ზღუ­დუ­ლი იყო.

"ავ­ტო­ა­ვა­რი­ის ად­გი­ლი­დან 16 წუ­თის სა­ვალ­ზე ვი­დე­ქით. უზარ­მა­ზა­რი სა­ცო­ბი იყო. რო­გორც გა­ირ­კვა, ბენ­ზი­ნის მან­ქა­ნას სა­ბუ­რა­ვი გა­უს­კდა, მე­ო­რე მხა­რეს გა­და­ვი­და და "პრა­დოს" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნას შე­ე­ჯა­ხა. მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნით ოჯა­ხი მგზავ­რობ­და ოჯა­ხი - მშობ­ლე­ბი და 3 შვი­ლი. რო­გორც პო­ლი­ცი­ელ­მა თქვა, და­ღუ­პუ­ლია ერთი ბავშვი, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ბავ­შვს სახე აღარ ჰქონ­და, მი­ჭყლი­ტა მან­ქა­ნამ, ამის მნახ­ვე­ლე­ბი ძა­ლი­ან და­ვის­ტრე­სეთ, სა­ში­ნე­ლე­ბა იყო", - ამბობს ავა­რი­ის თვითმხილ­ვე­ლი: