loader

"თავში ანევრიზმა გაუსკდა... ჩაუტარდა ოპერაცია, თუმცა კლინიკაში ყოფნის პერიოდში მდგომარეობა დამძიმდა" - 22 წლის მიშო ბოგვერაძის ძმა საზოგადოების მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თავში ანევრიზმა გაუსკდა... ჩაუტარდა ოპერაცია, თუმცა კლინიკაში ყოფნის პერიოდში მდგომარეობა დამძიმდა" - 22 წლის მიშო ბოგვერაძის ძმა საზოგადოების მიმართავს

22 წლის მიშო ბოგვერაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მისი ძმა ლუკა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

"სამწუხაროდ, ხანდახან ცხოვრებაში მოულოდნელად დგება რთული მომენტი, როდესაც შენი საყვარელი ადამიანისთვის გიწევს ბრძოლა. აკეთებ მაქსიმუმს, დებ სულს და გულს, მაგრამ არის რაღაცეები რასაც მარტო ვერ გაუმკლავდები. სწორედ ასეთ დროს ერთობლივი ძალისხმევა გვეხმარება, ერთად გადავლახოთ დაბრკოლებები და მოვახდინოთ უდიდესი პოზიტიური ცვლილებები.

აი, ზუსტად ეს დრო დადგა – და ძალიან მჭირდება თქვენი გვერდში დგომა.

მინდა ძალიან მოკლედ გიამბოთ ჩემი ძმის, მიშოს ამბავი, რომელიც სულ რაღაც 22 წლისაა და უკვე 8 თვეა, რაც მძიმე გზას გადის – იბრძვის ჯანმრთელობისთვის.

2024 წლის ნოემბერში მიშოს გაუსკდა თავში ანევრიზმა. ჩაუტარდა წარმატებული ოპერაცია, თუმცა კლინიკაში ყოფნის პერიოდში მდგომარეობა დამძიმდა, რადგან განვითარდა არაერთი გართულება: კლინიკური ინფექციები, ბაქტერიები, დაზიანდა ტრაქეა- საყლაპავი მილი, ფილტვები და სხვა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, იგი გადაყვანილი იქნა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში. გადარჩენის შანსი მინიმალური იყო, თუმცა უფლის წყალობითა და ბევრი ადამიანის დახმარებით, მიშო დღეს გადის რეაბილიტაციას.

მაშინ, როცა პირველ ეტაპზე ყველაზე რთული უკვე გადავლახეთ, ახლა საჭირო ხდება მეორე ოპერაცია თავზე, საყლაპავის პრობლემის მოგვარება და შემდგომი სარეაბილიტაციო მკურნალობა – რაც დაკავშირებულია დიდ ფინანსურ ხარჯებთან.

ამიტომ, გთხოვთ ყველას, ვისაც როგორც შეგიძლიათ, დაგვიდგეთ გვერდში – მატერიალურად, პოსტის გაზიარებით ან იდეების დახმარებით. თითოეული თქვენგანი დიდი მნიშვნელობის მქონეა.

ცხოვრება ხანდახან სავსეა მტკივნეული მოულოდნელობებით, მაგრამ უფლისა და ერთმანეთის მხარდაჭერით, შეუძლებელი არაფერია. მჯერა, რომ ერთად შევძლებთ — მიშოსთვის!

უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ამ რთული დროის განმავლობაში ჩვენს გვერდით იყავით და ხართ.

მიმღები: ლუკა ბოგვერაძე

თიბისი ბანკი:

#GE79TB7087345063300003

საქართველოს ბანკი:

#GE57BG0000000528136848

PayPal:

#Lbogvera@gmail.com" - წერს ლუკა ბოგვერაძე.