loader

"შავი ყუთის" ჩანაწერები გაიშიფრა: გამომძიებლებმა პილოტების ბოლო საუბრის აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვეს - რა გახდა Air India-ს თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი, რის გამოც 260 ადამიანი დაიღუპა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შავი ყუთის" ჩანაწერები გაიშიფრა: გამომძიებლებმა პილოტების ბოლო საუბრის აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვეს - რა გახდა Air India-ს თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი, რის გამოც 260 ადამიანი დაიღუპა?

ინდოეთში, Air India-ს თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი საწვავის მიწოდების შეწყვეტა გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ინდოეთის ავიაკატასტროფების გამოძიების ბიუროს წინასწარ ანგარიშშზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაიშიფრა თვითმფრინავის "შავი ყუთის" მონაცემები, მათ შორის, აუდიოჩანაწერი პილოტების კაბინიდან.

ჩანაწერში, ერთ-ერთი პილოტი ეკითხება მეორეს, თუ რატომ გათიშა საწვავის მიწოდება, რაზეც ის პასუხობს, რომ ეს მას არ გაუკეთებია.

არსებული ინფრომაციით, საწ­ვა­ვის ორი­ვე გა­დამ­რთვე­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლად "გა­თიშ­ვის“ პო­ზი­ცი­ა­ზე გა­და­ვი­და, რა­მაც სიმ­ძლავ­რის სრუ­ლი და­კარ­გვა გა­მო­იწ­ვია. არ არის ცნობილი, თუ რა გახდა ჩამრთველების გადაწევის მიზეზი.

ავარიამდე რამდენიმე წამით ადრე, ჩანაწერში ისმის ერთ-ერთი პილოტის საგანგაშო სიგნალი: "MAYDAY, MAYDAY, MAYDAY."

ცნობისთვის, 12 ივნისს, სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვი, რო­მე­ლიც ინდოეთიდან ლონ­დონ­ში მი­ფირ­ნავ­და, აფრენიდან მალევე და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტში ჩა­მო­ვარ­და და სტუ­დენ­ტე­ბის სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელს შე­ე­ჯა­ხა, რის შედეგადაც 260 ადამიანი დაიღუპა.