"წარმოიდგინეთ, გაიგეთ, რომ თქვენი მეგობარი, რომელსაც მართლა ბევრი აქვს გაკეთებული თქვენთვის, თქვენი დედის (სამშობლოს) მკვლელობას გეგმავს, როგორ მოიქცევით?" - გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
"იმათ საყურადღებოდ, ვინც დღემდე მე თუ სხვა ადამიანებს საყვედურობს, რომ ბიძინამ ბევრი სიკეთე გაგვიკეთა და არ დავუფასეთ:
წარმოიდგინეთ, ერთ მშვენიერ დღეს გაიგეთ, რომ თქვენი მეგობარი, რომელსაც მართლა ბევრი აქვს გაკეთებული თქვენთვის, თქვენი დედის (სამშობლოს) მკვლელობას გეგმავს. როგორ მოიქცევით?
ისე, როგორც თქვენ ფიქრობთ, მხოლოდ დოქსოპულო მოიქცევა, რადგან დოქსოპულოს დედა არ ჰყავს…" - წერს გია ხუხაშვილი.