loader

"ამ სისულელეს წერენ მართლა სინდის-ნამუს-იდენტობადაკარგულები" - რომან გოცირიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ სისულელეს წერენ მართლა სინდის-ნამუს-იდენტობადაკარგულები" - რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე "ქართული ოცნების" განცხადებას ეხმაურება:

“ქართულმა ოცნებამ” მორიგი აღვირახსნილი ანტიდასავლური განცხადება გამოაქვეყნა. საგანგაშო ისიცაა, რომ ფაქტობრივად, მოუწოდა ევროკავშირს და დიდ ბრიტანეთს სავიზო რეჟიმის გამკაცრებისაკენ, რაც ჩვენი მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის გაუქმების მოწოდებადაც შეიძლება იქნას აღქმული.

“ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობა “დიპ სტეიტის” პრინციპული გავლენის ქვეშ მოქმედებს. უკონტროლო მიგრაცია, ფსევდოლიბერალური პროპაგანდა, სახელმწიფო და რელიგიური ინსტიტუტების დაკნინება სწრაფი ტემპით აკარგვინებს ევროპას იდენტობას”-ამ სისულელეს წერენ მართლა სინდის-ნამუს-იდენტობადაკარგულები.

ქვეყანას ხელიდან ეცლება სისხლით და ბრძოლით მოპოვებული ევროპული სიკეთეები. იზოლირებულ საფეოდალოდ უნდათ რომ აქციონ ქვეყანა.

მწარედ დაისჯებიან!" - წერს რომან გოცირიძე