loader

„ბათუმი მოლში“ სადაც ევაკუაცია გამოცხადდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული - რა ხდება ადგილზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„ბათუმი მოლში“ სადაც ევაკუაცია გამოცხადდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული - რა ხდება ადგილზე?

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე „ბათუმი მოლში“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული, სადაც მოქალაქეთა ევაკუაცია გამოცხადდა.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადეს, უწყება უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს ახორციელებს.

„საფრთხის შესახებ მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ, ბათუმი მოლში მიმდინარეობს უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები“, - აღნიშნეს უწყებაში.