loader

"ბევრმა არ იცის" - რას წერს თინა ბოკუჩავა ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებით? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბევრმა არ იცის" - რას წერს თინა ბოკუჩავა ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებით?

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებით წერს:

"ერთადერი რაზეც ჯაფარა ფიქრობდა ციხეში როდესაც მიდიოდა იყო ბავშვები და დედა. ნატა ძალიან ძლიერია, თავად მოყვა ზურამ მის შესახებ.

ზურა არის მამა, რომელიც ბავშვებს ძილისპირულ ზღაპრებს სტრასბურგიდან უკითხავს, როცა მივლინებაშია. ზურა იყო შვილი, რომელიც მიტინგიდან ღამე დედასთან მიდიოდა, რომ მძიმედ ავადმყოფ დედას წამლის მიღება არ დავიწყებოდა.

ბევრმა არ იცის, რომ ზურას სამედიცინო განათლება აქვს და რეალურად, ის მართავდა თავიდან ბოლომდე დედის მკურნალობას.

ეს იცოდნენ ქოცებმა, რომლებიც ჩვენი ცხოვრების ყოველ ნაბიჯს უთვალთვალებენ. იცოდნენ, რომ ზურას დაჭერა ნიშნავდა მძიმე ონკოლოგიური პაციენტი დედისთვის, არა

მხოლოდ შვილის ხელიდან გამოცლას, არამედ ადამიანის დაკარგვას, რომლის მეთვალყურეობის გარეშე ის უარს იტყოდა ყოველგვარ მკურნალობაზე. რუს-ქოცებმა იცოდნენ, რომ ზურას დაჭერა დედის სიკვდილს ნიშნავდა.

და მაინც მოკლეს.

საბჭოთა დროს ყველაზე მეტი ქართველის დამხვრეტი მკვლელი მამის მკვლელმა შვილმა, თეა წულუკიანმა ხელი მოაწერა ზურას პატიმრობას და ავადმყოფი დედის მკვლელობას. რუსული ცინიზმით, რუსული სისასტიკით, რუსული უსულგულობით.

რამდენი პოლიტპატიმრის მშობელი უნდა მოკლას რუს-ქოცების რეჟიმმა, რომ ჩვენ ისე გავბრაზდეთ, ისე ავჯანყდეთ, რომ აზრი დავუკარგოთ რეჟიმის წინააღმდეგობას?

ქართველები გაცილებით მეტი ვართ და ვიქნებით ამ

ქვეყანაში ვიდრე რუსი მონები. გვახსოვდეს და ვირწმუნოთ ეს. შემდეგ გამარჯვება გარდაუვალია.

ზურა, გია, ვიზიარებ თქვენს უდიდეს ტკივილის. გვერდში

მიგულეთ ყველგან და ყოველთვის.

ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ!" - წერს თინა ბოკუჩავა.