25 წლის ბიჭი სასტუმროს აივნიდან გადავარდა და დაიღუპა - ტრაგედიის დეტალები მალტადან
მალტაზე, 25 წლის ბრიტანელი ტურისტი სასტუმროს აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
პოლიციამ მამაკაცის უსიცოცხლო სხეული, რომელიც მიწაზე იწვა, პარასკევს, სენტ-ჯულიანის სასტუმროში იპოვა.
ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაადასტურა, რომ მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.
გამოძიების წინასწარი მონაცემებით, მამაკაცი აივნიდან დაახლოებით დილის 4:15 გადავარდა. მალტის პოლიციის ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება.