loader

ლონდონის აეროპორტში თვითმფრინავი ჩამოვარდა - კადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლონდონის აეროპორტში თვითმფრინავი ჩამოვარდა - კადრები ადგილიდან

დღეს, დაახლოებით 16:00 საათზე, ლონდონის საუთენდის აეროპორტში, აფრენიდან მალევე, მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აღმოსავლეთ ინგლისის სასწრაფო დახმარების სამსახურმა განაცხადა, რომ ადგილზე ოთხი ეკიპაჟი იმყოფება.

„ამ დროისთვის, ვმუშაობთ ყველა გადაუდებელ სამსახურთან ერთად და ეს მუშაობა რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება.

გთხოვთ, საზოგადოებას, მაქსიმალურად თავი აარიდოთ აღნიშნულ ტერიტორიას, ვიდრე სამუშაოები დასრულდება“, - განაცხადა ესექსის პოლიციის წარმომადგენელმა.

ვიდეო: "ტაბულა"