loader

მდინარე ალაზანში კაცი დაიხრჩო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მდინარე ალაზანში კაცი დაიხრჩო

მდინარე ალაზანში შუა ხნის მამაკაცი დაიხრჩო.

შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში დღეს, შუა დღით მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით,კაცი მდინარის მიმდებარედ მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, წყალში შევიდა და სავარაუდოდ, დინებამ წაიღო.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სამაშველო ჯგუფები გამოიძახეს, ცხედარი გურჯაანში, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.