ბაღდათის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა
ბაღდათის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა. ინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს. შემთხვევა სოფელ როხში მოხდა.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცს დენმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაარტყა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარება და კრიმინალური პოლიცია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.