loader

ტრაგედია ქუთაისში - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრაგედია ქუთაისში - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ქუთაისში, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდობის გამზირზე 2 მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, შედეგად მსუბუქი ავტომობილების მძღოლები ადგილზე დაიღუპნენ.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა პოლიცია და მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

ფოტო: "ინფო იმერთი"