"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებას, რომელშიც საუბარია ევროკავშირის ქვეყნებში და დიდ ბრიტანეთში "დიპ სტეიტის" არაფორმალურ მმართველობაზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ეხმაურებიან
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებას, რომელშიც საუბარია ევროკავშირის ქვეყნებში და დიდ ბრიტანეთში "დიპ სტეიტის" არაფორმალურ მმართველობაზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ეხმაურებიან.
მათი თქმით, მსგავსი განცხადებები მხოლოდ ამყარებს ევროსტრუქტურებთან დისტანცირების მცდელობას და აზიანებს საქართველოს საგარეო ინტერესებს.
ოპონენტები ვარაუდობენ, რომ "ქართულ ოცნებაში" მსგავს განცხადებებს კონკრეტული მიზნებისთვის აჟღერებენ, რაც მათი თქმით, ევროპული დემოკრატიისგან ქვეყნის დისტანცირებას ემსახურება.