ადგილი თბილისში, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის - რატომ იკრიბება ყოველ ოთხშაბათს ამ ადგილას უამრავი ადამიანი?
თბილისში, ბაქარაშვილის ქუჩის 11 ნომერთან, ყოველ ოთხშაბათს, ადამიანების მოზრდილ ჯგუფს აუცილებლად შენიშნავთ. აქ მამა გაბრიელის ტაძარი და კელიაა, რომელიც წმინდანმა თავისი ხელით ააგო.
ამ მშვიდ ადგილზე ყოველ ოთხშაბათს, ზუსტად 3 საათზე ვარდგინეთის დედათა მონასტრიდან დედა პარასკევა ჩამოდის.
სადაც დედა პარასკევაა, მამა გაბრიელიც იქ არისო, ამბობენ ადგილზე შეკრებილნი და დედაოს ხელით მოვლენილ სასწაულს ელოდებიან.
დედა პარასკევამ წმინდანის გვერდით სამი წელი გაატარა. უმზადებდა წვნიანს, მამა გაბრიელის გარდაცვალების შემდეგ კი, მისი უხრწნელი სისხლით ყველას ლოცავს.