loader

რას ამბობენ შსს-ში საქართველოდან ჩეჩენი ქალის გატაცების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობენ შსს-ში საქართველოდან ჩეჩენი ქალის გატაცების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე?

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოში მყოფი ჩეჩენი ქალი, ლაურა ავტორხანოვა გაიტაცეს, ან მის გატაცებას შეეცადნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს““ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, ლაურა ავტორხანოვას და სამართალდამცველებს შორის მოხდა კომუნიკაცია და მისგან მიღებული ინფორმაციით, მის მიმართ მუქარას ან რაიმე სახის სხვა დანაშაულს ადგილი არ ჰქონია.

როგორც შსს-ში განმარტავენ, ლაურა ავტორხანოვა მსხვერპლთა თავშესაფარში იქნება გადაყვანილი.

„სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში მყოფი, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი ლ.ა. გაიტაცეს, ან მის გატაცებას შეეცადნენ, არ შეესაბამება სიმართლეს. ამ ეტაპისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა არ დასტურდება. პოლიციის მხრიდან მიმდინარეობს სამართალწარმოება, მყისიერად დაიწყო სამართლებრივი რეაგირება გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ლ.ა.-სა და სამართალდამცველებს შორის მოხდა კომუნიკაცია, მისგან მიღებული ინფორმაციით, მის მიმართ მუქარას ან რაიმე სახის სხვა დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. ლ.ა. გადაყვანილი იქნება მსხვერპლთა თავშესაფარში“, - აცხადებენ შსს-ში.

ტელეგრამ არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, ლაურა ავტორხანოვა ჩეჩნეთიდან საქართველოში ძალადობის გამო გამოიქცა. მედიის ცნობით, ლაურას ნათესავები მის პოვნას ცდილობდნენ და მეგობრებს ემუქრებოდნენ. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლაურა ავტორხანოვა საქართველოში ჩეჩნებმა გაიტაცეს და სავარაუდოდ, რუსეთში წაიყვანეს.