"მინდა გამოვეხმაურო იმ პოლიტიკურ ქორწინებას, რომელიც, როგორც ჩანს, შედგა გიორგი გახარიას და "ლელოს" შორის" - თინა ბოკუჩავას ბრიფინგი
მინდა გამოვეხმაურო იმ პოლიტიკურ ქორწინებას, რომელიც როგორც ჩანს, შედგა გიორგი გახარიას და „ლელოს“ შორის. სამწუხაროდ, ჩემი შეფასებით, ეს არ არის თანამშრომლობის პაქტი გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის, ეს არის თანამშრომლობის პაქტი ამ ორ პოლიტიკურ ძალასა და ბიძინა ივანიშვილს შორის. დღეს გაფორმდა ეს პაქტი, სამწუხაროდ და ჩვენ ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი, - ასე აფასებს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ შორის თანამშრომლობაზე შეთანხმებას.
ბოკუჩავას შეფასებით, ყველამ უნდა გაიაზროს ის,რომ ბევრი ფული ქვეყნის ბედს ვერ გადაწყვეტს.