"ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ და თანავუგრძნობთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტს შვილიშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო" - საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია
ქუთაისში წუხელ მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული 19 წლის მარიამ (მიმი) გიორგაძე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, გიორგი გიორგაძის შვილიშივლია.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ და თანავუგრძნობთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, გიორგი გიორგაძეს, შვილიშვილის - მარიამის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო" - ნათქვამია საქართველოს ჭადრაკის ფედერაცის ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ქუთაისში წუხელ მომხდარ ავარიას 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ორი მსუბუქი ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა.
ერთ-ერთის მძღოლი გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, მეორე ავტომობილის მძღოლი ბიჭი კი გონზე იყო და დახმარებას ითხოვდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მეორე გარდაცვლილი შაკო აფრიდონიძეა.