"ვაგზლის მოედანზე" საცხოვრებელი სახლის ბოლო სართული ჩამოინგრა - ვიდეოს ადგილიდან თვითმხილველები ავრცელებენ
თბილისში "ვაგზლის მოედანზე" საცხოვრებელი სახლის ბოლო სართული ჩამოინგრა - ვიდეოს ადგილიდან თვითმხილველები ავრცელებენ.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, რამდენიმე ადამიანია დაშავებული.
ამ ეტაპზე უცნობია, არიან თუ არა ნანგრევებში მოყოლილები.
ადგილზე მობილიზებული არიან როგორც სასწრაფო დახმარების, ასევე სამაშველო სამსახურებისა და პოლიციის ბრიგადები.
პერიმეტრი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
"Palitravideo" დეტალებს არკვევს.