loader

საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა

სადგურის მოედანზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ფასადი ჩამოინგრა, ნანგრევებში კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს.

ბოლო მონაცემებით, კორპუსის ფასადის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილია ორი ადამიანი.

„ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები. ახლა დამატებით უკვე ნაპოვნი იქნა ერთი გარდაცვლილი. როგორც თავიდან მოგახსენეთ, ერთი გადაცვლილი იყო, ახლა დაემატა კიდევ ერთი გარდაცვლილი“, - განაცხადა სირაძემ.

მისივე თქმით, ადგილზე სამუშაოები გრძელდება.

თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. კერძოდ, ჩამოინგრა შენობის ფასადის ნაწილი.