loader

"გულგრილობასა და უპასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეები ეწირებიან, რომელთა უსაფრთხოების დაცვა ხელისუფლების უპირველესი ვალია" - სალომე ზურაბიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გულგრილობასა და უპასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეები ეწირებიან, რომელთა უსაფრთხოების დაცვა ხელისუფლების უპირველესი ვალია" - სალომე ზურაბიშვილი

"გულგრილობასა და უპასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეები ეწირებიან, რომელთა უსაფრთხოების დაცვა უპირველესი ვალია ხელისუფლების, რომელიც მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების დევნისა და საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისათვის იბრძვის", - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება თბილისში, სადგურის მოედანზე კორპუსში მომხდარ ნგრევას, რასაც ორი ადამიანი ემსვხერპლა და ერთი დაშავდა.

როგორც ზურაბიშვილი წერს, ეს ტრაგედია დედაქალაქში სისტემური პრობლემის ნაწილია და ავარიული შენობები თითქმის ყველა ისტორიულ უბანშია.

მისი განცხადებით, ხელისუფლების გულგრილობასა და უპასუხისმგებლობას მოქალაქეები ეწირებიან.

“ძნელია ანუგეშო ადამიანები, რომლებმაც დღეს, ამ ტრაგედიის შედეგად, ოჯახის წევრი, ახლობელი და მეგობარი დაკარგეს, ვუსამძიმრებ და მათ გვერდში ვდგავარ ამ უმძიმეს წუთებში.

მაგრამ ეს ტრაგიკული შემთხვევა მხოლოდ პირადი ტრაგედია არ არის, ეს ჩვენს დედაქალაქში სისტემური პრობლემის ნაწილია, რომელსაც ავარიული შენობები ჰქვია და რომელზე პასუხისმგებლობაც სრულად დედაქალაქის მერიას ეკისრება.

დღეს ეს პრობლემა თბილისის თითქმის ყველა ისტორიულ უბანშია, ავარიულ შენობებში ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, თუმცა დღეს ამ საკითხის მიმართ სრული იგნორია იმ პირების მხრიდან, რომლებიც ამ საკითხებზე დღე და ღამ უნდა მუშაობდნენ.

ვერც პრევენციულ ზომებს ვხედავთ და მით უფრო, ვერც რაიმე სახის სისტემურ მიდგომასა ან გეგმას, ანდა თუ არსებობს ეს, მხოლოდ ქაღალდზე და ხალხის პრობლემის მოგვარებას არ ემსახურება.

გულგრილობასა და უპასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეები ეწირებიან, რომელთა უსაფრთხოების დაცვა ხელისუფლების უპირველესი ვალია, რომელიც მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების დევნისა და საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისათვის იბრძვის”, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. კერძოდ, ჩამოინგრა შენობის ფასადის ნაწილი. სამაშველო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია ორი ცხედარი. სამაშველო-სამძებრო ღონისძიებები კი ამ დრომდე გრძელდება.