loader

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა, ყინ­ვა­სა თუ სი­ცხე­ში, იდგა დღე­ში 20 ლა­რის გუ­ლის­თვის! ოც­ნე­ბად ჰქონ­და.."- რას წერს სადგურის მოედნის მიმდებარედ ნგრევის შედეგად დაღუპული ქალის დისშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა, ყინ­ვა­სა თუ სი­ცხე­ში, იდგა დღე­ში 20 ლა­რის გუ­ლის­თვის! ოც­ნე­ბად ჰქონ­და.."- რას წერს სადგურის მოედნის მიმდებარედ ნგრევის შედეგად დაღუპული ქალის დისშვილი

გუ­შინ "ვაგ­ზლის მო­ედ­ნის" მიმ­დე­ბა­რედ შე­ნო­ბის ნა­წი­ლის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად ორი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან დათო ბარ­თა­ია და მა­ნა­ნა და­რახვე­ლი­ძე,

მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გარ­დაც­ვლილ მა­ნა­ნა და­რახვე­ლი­ძის დის­შვი­ლი, მაია კო­ბა­ი­ძე წერს:

"ტრა­გე­დია, რო­მე­ლიც დღეს ჩემს ოჯახს და­ა­ტყდა თავს, მტერს არ ვუ­სურ­ვებ!

კახი კა­ლა­ძე, თბი­ლი­სის მე­რია, რო­გორ გძი­ნავთ ღამე ამ­დე­ნი ხალ­ხის ცოდ­ვით?! დე­ი­და­ჩე­მი, (დე­და­ჩე­მის და) მა­ნა­ნა და­რახვე­ლი­ძე დღეს ტო­ნი­ა­ნი სინ­კა­რე­ბის ქვეშ მოყ­ვა და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. არ შე­ვა­წუ­ხო არა­ვი­ნო და ყინ­ვა­სა თუ სი­ცხე­ში, იდგა თა­ვის პა­ტა­რა მა­ღა­ზი­ა­ში დღე­ში 20 ლა­რის გუ­ლის­თვის! ოც­ნე­ბად ჰქონ­და წე­ლი­წად­ში ერთხელ მა­ინც ჩა­სუ­ლი­ყო რა­ჭა­ში, თა­ვის პა­ტა­რა სახ­ლში და რო­გორც თვი­თონ იტყო­და, ფულს მა­გის­თვის აქუ­ჩებ­და მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში!

ერთი გაფრ­თხი­ლე­ბა, ერთი პა­ტა­რა შე­მო­რა­გუ­ლი ხის ბა­რი­ე­რი აგ­ვა­ცი­ლებ­და ამ ტრა­გე­დი­ას თა­ვი­დან! რო­დემ­დე უნდა გვე­ში­ნო­დეს სახ­ლი­დან გას­ვლის! სი­ცო­ცხლით სავ­სე, ჯან­მრთე­ლი წა­ვი­და დღეს სამ­სა­ხურ­ში და ახლა მორ­გში წევს!

ვინც მიც­ნობს, "პა­ნი­კი­ო­რი“ ხარ, ყვე­ლაფ­რის გე­ში­ნი­აო მე­უბ­ნე­ბი­ან! დიახ, მე­ში­ნია ბავ­შვის მა­ღა­ზი­ა­ში გაგ­ზავ­ნის იმა­ზე ფიქ­რით, რომ არა­ნორ­მა­ლუ­რი სიჩ­ქა­რით მო­მა­ვალ­მა მან­ქა­ნამ არ გა­და­უ­ა­როს, (რამ­დე­ნი­მე წლის წინ სახ­ლში შე­მო­მი­ვარ­და მან­ქა­ნა) მე­ში­ნია იმა­ზე ფიქ­რის, რომ ჩემი მშობ­ლე­ბის 16 სარ­თუ­ლი­ან სახ­ლში ლიფ­ტი არ ჩა­წყდეს და კი­დევ არ აფეთ­ქდეს კორ­პუს­ში გაზი, რო­მელ­მაც 2019 წელს კი­ნა­ღამ მთე­ლი ჩემი ოჯა­ხი შე­ი­წი­რა! დღეს კი ეს ტრა­გე­დია! იმა­ზე აღარ დავ­წერ, თუ რო­გორ გვე­პყრო­ბოდ­ნენ ჭი­რი­სუფ­ლებს, ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში ალ­ბათ ჩემს 76 წლის დე­დას, რო­მე­ლიც ცო­ცხალ-მკვდა­რი 7 სა­ა­თი­დან ბორ­დი­ურ­ზე იჯდა, ათა­სი ფსი­ქო­ლოგ- რე­ა­ბი­ლი­ტო­ლო­გი და­ეხ­ვე­ო­და თავს!

ისი­ნი კი ძაღ­ლად არ გვაგ­დებ­დნენ, ათა­სი ხვეწ­ნის მი­უ­ხე­და­ვად რამე მა­ინც ეთ­ქვათ ჩვენ­თვის!

კახი, კარ­გია მი­ლან­ში სა­შო­პინ­გოდ სი­ა­რუ­ლი, დე­ი­და­ჩე­მიც არ იტყო­და უარს, მაგ­რამ ხან­და­ხან მა­ინც გა­ი­ა­რე ვაგ­ზლის მო­ედ­ნის მი­და­მო­ებ­ში და ნახე, ხალ­ხი რო­გორ პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ობს ლუკ­მა- პუ­რის­თვის! და რო­გორც ჩანს, თავ­საც სწი­რავს ამის­თვის! სი­ცო­ცხლით სავ­სე ქა­ლაქ­ში ვცხოვ­რობთ არა?!", - წერს მაია კო­ბა­ი­ძე.