თელავის თეატრს პაატა გულიაშვილი უხელმძღვანელებს
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ეს თანამდებობა მსახიობმა პაატა გულიაშვილმა დაიკავა.
2009 წლიდან თელავის დრამატულ თეატრს დუტა სხირტლაძე ხელმძღვანელობდა. ის კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ თანამდებობიდან მიმდინარე წლის მაისში გაათავისუფლა.
გულიაშვილის თქმით, პირველი, რასაც თელავის თეატრში გააკეთებს, ახალ წარმოდგენებზე მუშაობის დაწყება იქნება და უახლოეს ორ კვირაში თელაველებს სპექტაკლებზე მისვლის საშუალება ექნებათ.
ასევე იხილეთ: თელავის თეატრი VS დუტა