"მე-3 კატეგორიის ავარიულობა არ გულისხმობს, რომ შენობა უნდა შემოღობო და იძულებით გაიყვანო მოსახლეობა" - თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე
თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ კახეთელიძემ "სადგურის მოედნის" მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ნგრევის შესახებ ჟურნალისტებთან გვიან ღამით ისაუბრა.
ცნობისთვის, 14 ივლისს, "სადგურის მოედნის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ნგრევის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო. ნგრევის შედეგად, გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა, რომელიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გადაყვანილია სტაციონარში.
მომხდარიდან მალევე, საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებთა გასახლებაც დაიწყო, რომლებიც ალტერნატიულ საცხოვრებლებში გადაიყვანეს.
ვიდეო: Isaubre • ისაუბრე