loader

"დიდი გულისტკივილით გვინდა გაუწყოთ ჩვენი სტუდენტის ტრაგიკულად დაღუპვის ამბავი... სამომავლო გეგმებს აწყობდა, ბეჯითად სწავლობდა, მაგრამ სამწუხაროდ, ხანმოკლე აღმოჩნდა მისი ცხოვრება" - თსუ სამძიმრის წერილს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დიდი გულისტკივილით გვინდა გაუწყოთ ჩვენი სტუდენტის ტრაგიკულად დაღუპვის ამბავი... სამომავლო გეგმებს აწყობდა, ბეჯითად სწავლობდა, მაგრამ სამწუხაროდ, ხანმოკლე აღმოჩნდა მისი ცხოვრება" - თსუ სამძიმრის წერილს ავრცელებს

ქუ­თა­ის­ში ავა­რი­ის შედეგად დაღუპული 19 წლის მა­რი­ამ (მიმი) გი­ორ­გა­ძის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამძიმრის წერილს ავრცელებს.

"დიდი გულისტკივილით გვინდა გაუწყოთ ჩვენი სტუდენტის, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების პირველკურსელის, მარიამ (მიმი) გიორგაძის ტრაგიკულად დაღუპვის ამბავი.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო არაა, რაც სტუდენტი გახდა, მიმიმ (ასე უფრო იცნობდნენ მას) მოასწრო და თავი დაგვამახსოვრა თავისი სილაღით, გონიერებით, ყველას მიმართ კეთილგანწყობილი და მეგობრული დამოკიდებულებით.

მეგობრები მას ახასიათებენ როგორც გულისხმიერ, კეთილშობილ პიროვნებას, რომელიც ყოველთვის მზად იყო დახმარებისთვის. გულთან ახლოს მიჰქონდა სხვისი სატკივარი. ლექტორები კი იხსენებენ როგორც ინტერესიან, გულმოდგინე და პასუხისმგებლიან სტუდენტს. მუდამ გონივრული და სხარტი პასუხები რომ ჰქონდა კითხვებზე.

სამომავლო გეგმებს აწყობდა, ბეჯითად სწავლობდა, პროფესიის დაუფლებას გულმოდგინედ ცდილობდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე ინება განგებამ. ხანმოკლე აღმოჩნდა მისი ცხოვრება, ამ გეგმებს კი განხორციელება აღარ ეწერა. ასე ნაადრევად არ უნდა გვტოვებდნენ მიმისნაირი ახალგაზრდები, სწორედ ისინი უნდა ქმნიდნენ ჩვენი ქვეყნის მომავალს...

ვუსამძიმრებთ მიმი გიორგაძის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს. მისი ხსოვნა ჩვენს გულებში მუდამ დარჩება" - ნათქვამია თსუ-ს სამძიმრის წერილში.

დღეს, 15 ივლისს 13:00 საათიდან თსუ-ს VI კორპუსში სტუდენტები პატივს მიაგებენ მიმის ხსოვნას.

ცნობისთვის, ქუ­თა­ის­ში 13 ივლისს მომ­ხდარ ავა­რი­ას 2 ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი სატ­ვირ­თოს შე­ე­ჯა­ხა. ერთ-ერ­თის მძღო­ლი გო­გო­ნა ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, მე­ო­რე ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი ბიჭი კი გონ­ზე იყო და დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. მეორე გარდაცვლილი შაკო აფ­რი­დო­ნი­ძეა.

19 წლის მა­რი­ამ გი­ორ­გა­ძე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, გიორგი გიორგაძის შვილიშივლი იყო.