loader

"სადგურის მოედანზე", სადაც გუშინ, კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სადგურის მოედანზე", სადაც გუშინ, კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს

თბილისში, "სადგურის მოედანზე", გუშინ კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ნგრევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაშავებულთა ძებნა-შველის ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა.

ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა, რომელიც ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დიდუბის გამგეობამ ავარიული კორპუსიდან მობინადრეები სასტუმროებში გუშინ გვიან ღამით გადაიყვანა - კორპუსში მცხოვრები 55 ოჯახიდან ნაწილმა ახლობლებთან დარჩენა არჩია, ნაწილი კი სასტუმროებშია განთავსებული.

ადგილობრივების განცხადებით, საცხოვრებელი კორპუსი ავარიული იყო, რაზეც მერიის წარმომადგენლებიც ინფორმირებულები იყვნენ.

დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, კორპუსი რეაბილიტაციას არ ექვემდებარება, რის გამოც ადგილობრივებისგან დემონტაჟის შესახებ ნებართვას ითხოვდნენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.