loader

"ირაკლი ბათიაშვილი პატიმარი რომ იყო, მამამისის პანაშვიდებზე "კაციჭამია ნაცებს" ისე მიჰყავდათ და მოჰყავდათ, ვერ მიხვდებოდი, რომ ციხეში იჯდა" - რას წერს პოლიტიკოსის შვილი ზურა ჯაფარიძეზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ირაკლი ბათიაშვილი პატიმარი რომ იყო, მამამისის პანაშვიდებზე "კაციჭამია ნაცებს" ისე მიჰყავდათ და მოჰყავდათ, ვერ მიხვდებოდი, რომ ციხეში იჯდა" - რას წერს პოლიტიკოსის შვილი ზურა ჯაფარიძეზე?

"ირაკლი ბათიაშვილი პატიმარი რომ იყო, მამამისის პანაშვიდებზე "კაციჭამია ნაცებს" ისე მიჰყავდათ და მოჰყავდათ, ვერ მიხვდებოდი, რომ ციხეში იჯდა" - ამის შესახებ პოლიტიკოსის ქალიშვილი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძის­თვის დე­დის პა­ნაშ­ვიდ­ზე 20-წუ­თი­ა­ნი დას­წრე­ბის უფ­ლე­ბის მი­ცე­მას ეხმაურება.

"20 წუ­თით მი­იყ­ვა­ნე­სო, ზურა ჯა­ფა­რი­ძე დე­დის გას­ვე­ნე­ბა­ში. 20 წუ­თით. რო­გორ და რა­ნა­ი­რად მა­გის კად­რე­ბი ხომ ყვე­ლამ ნა­ხეთ.

ძა­ლი­ან არ მინ­და, ჩემი ამ ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ბმის ხსე­ნე­ბა, მაგ­რამ არ შე­მიძ­ლია არ გა­ვიხ­სე­ნო.

ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვი­ლი პა­ტი­მა­რი რომ იყო, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბის­თვის (რაც მო­გო­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი არ ყო­ფი­ლა, სხდო­მა­ზე არ­გა­მო­ცხა­დე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით), მა­მა­მი­სის პა­ნაშ­ვი­დებ­ზე იდგა მთე­ლი დღე და "კა­ცი­ჭა­მია ნა­ცებს" ისე მიჰ­ყავ­დათ და მოჰ­ყავ­დათ, თუ არ იცო­დი ვერ მიხ­ვდე­ბო­დი, რომ ცი­ხე­ში იჯდა.

რუ­სის და ფუ­ლის მო­ნე­ბი რომ არი­ან გა­ვი­გეთ, მაგ­რამ ასე­თი რა სი­ვე­რა­გე უფუთ­ფუ­თებთ, ასეთ რა ნა­ძი­რა­ლო­ბა­ზე არი­ან დამ­ყნო­ბი­ლი, მე აღარ მეს­მის.

მარა მა­ინც ნა­ცი­ქო­ცი­ერ­თია, ხო..." - წერს ნუცა ბა­თი­აშ­ვი­ლი.

ნუცა ბათიაშვილი ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლია პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან, ხოლო დედა მაია ნა­დი­რა­ძეა.