loader

"ნუცა, ხარ სა­მარ­ცხვი­ნო და მა­ტყუ­ა­რა ქალი! სამ­წუ­ხა­როა და მე­ცო­დე­ბი, რომ ბა­თი­აშ­ვი­ლე­ბის არა­ფე­რი გცხია" - რას პასუხობს ირინა ბათიაშვილი დას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნუცა, ხარ სა­მარ­ცხვი­ნო და მა­ტყუ­ა­რა ქალი! სამ­წუ­ხა­როა და მე­ცო­დე­ბი, რომ ბა­თი­აშ­ვი­ლე­ბის არა­ფე­რი გცხია" - რას პასუხობს ირინა ბათიაშვილი დას?

"ნუცა, არ გაბედო მამაჩემის დაჭერის და ჩემი ოჯახის დევნის პერიოდის ხსენება... მეცოდები, რომ ბათიაშვილების არაფერი გცხია" - ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვი­ლის შ­ვი­ლი ირი­ნა ბა­თი­აშ­ვი­ლი ნუცა ბათიაშვილს საჯაროდ დაუპირისპირდა.

ცნობისთვის, ნუცა ბა­თი­აშ­ვი­ლი (ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვი­ლის შ­ვი­ლი პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან), ემო­ცი­უ­რი პოს­ტით გა­მო­ეხ­მა­უ­რა ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძის­თვის დე­დის პა­ნაშ­ვიდ­ზე დას­წრე­ბის შე­ზღუდ­ვას.

"ნუცა, არ გა­ბე­დო მა­მა­ჩე­მის და­ჭე­რის და ჩემი ოჯა­ხის დევ­ნის პე­რი­ო­დის ხსე­ნე­ბა! როცა და მჭირ­დე­ბო­და (მე არას­რულ­წლო­ვანს პა­ტა­რა ბავ­შვს) და გთხო­ვე გვერ­დში დამ­დგო­მო­დი, გებ­რძო­ლა ჩემ­თან ერ­თად, და­ი­კარ­გე! ერთი წე­რი­ლი არ მი­გი­წე­რია მა­მა­შე­ნის­თვის ცი­ხე­ში და ერთ სა­სა­მარ­თლოს არ დას­წრე­ბი­ხარ! რა უნდა გე­ლა­პა­რა­კო?! ახლა ბე­დავ და სპე­კუ­ლი­რებ ჩვე­ნი ოჯა­ხით! არ გა­მო­გი­ვა! რო­გორ ბე­დავ, რომ ადა­რებ ამ სი­ტუ­ა­ცი­ას?! სად მიჰ­ყავ­დათ და მოჰ­ყავ­დათ ირაკ­ლი?? მა­მა­ჩე­მი სა­კუ­თა­რი მა­მის გას­ვე­ნე­ბა­ში არ მო­იყ­ვა­ნეს და გზი­დან მი­აბ­რუ­ნეს ცი­ხე­ში იმ არა­ა­და­მი­ან­მა "ნა­ცებ­მა" ვის გვერ­დი­თაც ასე ბედ­ნი­ე­რი დგა­ხარ!

ირაკ­ლის სა­კუ­თა­რი მა­მის და­მარ­ხვის და ბოლო გზა­ზე გა­ცი­ლე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს "ნა­ცებ­მა" და აქ ვინც ამით ხა­რობთ, ღმერ­თმა გაგ­ცეთ პა­სუ­ხი ყვე­ლას!

მა­მა­ჩე­მი მა­შინ მეშ­ვი­დე სა­პყრო­ბი­ლის ჯურღმულ­ში ჰყავ­დათ გა­მომ­წყვდე­უ­ლი, რო­მელ­თან შე­და­რე­ბით ახ­ლან­დე­ლი ცი­ხე­ე­ბი ოა­ზი­სია!

მარ­ტო საბ­ჭო­თა კავ­ში­რის და ტო­ტა­ლი­ტა­რულ რე­ჟი­მებს ჰქონ­დათ ის აბ­სურ­დუ­ლი მუხ­ლი რი­თაც ირაკ­ლი გა­ა­სა­მარ­თლეს: ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა ამ­ბო­ხე­ბა­ში, ამ მუხ­ლით გა­ა­სა­მარ­თლეს ირაკ­ლი (შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბის­თვის არ გა­უ­სა­მარ­თლე­ბი­ათ). - ეს იყო აბ­სურ­დუ­ლი, მო­გო­ნი­ლი და შე­თი­თხნი­ლი ბრალ­დე­ბა და შენ, ნუცა, ხარ სა­მარ­ცხვი­ნო და მა­ტყუ­ა­რა ქალი, რო­მე­ლიც შენი გამ­ზრდე­ლი ბე­ბი­ის, მა­მა­ჩე­მის დე­დის, რო­მე­ლიც გა­დაგ­ყვა მთე­ლი ბავ­შვო­ბა, პა­ნაშ­ვი­დებ­ზეც კი არ მოხ­ვე­დი. გა­ოგ­ნე­ბუ­ლი დარ­ჩა მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა შენი ასე­თი არა­ა­და­მი­ა­ნო­ბით.

ამ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ასე უსირ­ცხვი­ლოდ იტყუ­ე­ბა და თან მა­მა­ჩე­მის გვარს ატა­რებს ასე გავ­ცემ პა­სუხს:

ირაკ­ლი პო­ლი­ტი­კურ პა­ტიმ­რად მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ, Amnesty International-მა, Human Rights Watch-მა, ყო­ფილ­მა დი­სი­დენ­ტებ­მა და მათ შო­რის ბუ­კოვ­სკიმ აღი­ა­რა. ამას­თან ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვი­ლი იყო უსა­მარ­თლოდ გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი! მამა რომ გა­ყალ­ბე­ბუ­ლი და და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი აუ­დიო ჩა­ნა­წე­რით და­ა­პა­ტიმ­რეს - ეს სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს პრეს­რე­ლიზ­შიც წე­რია და ისიც მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ ამ ჩა­ნა­წე­რი­თაც არ დგინ­დე­ბო­და მისი დამ­ნა­შა­ვე­ო­ბა.

ამ­დე­ნი წელი გა­ვი­და და შენი უსაქ­ცი­ე­ლო­ბა, რაც სა­ერ­თოდ იკად­რე არ­სად მით­ქვამს, მაგ­რამ მარ­თლა შენს უზ­ნე­ო­ბას სა­ზღვა­რი არ აქვს! გუ­ლი­სამ­რე­ვია შენი სახე და­კარ­გუ­ლო­ბა და უსინ­დი­სო­ბა.

სამ­წუ­ხა­როა და მე­ცო­დე­ბი, რომ ბა­თი­აშ­ვი­ლე­ბის არა­ფე­რი გცხია.

თუ შენი უზ­ნე­ო­ბა იქამ­დე მი­ვი­და, რომ მა­მა­შე­ნი დამ­ნა­შა­ვედ მი­გაჩ­ნია, რო­დე­საც ის მთელ სა­ქარ­თვე­ლოს, ეკ­ლე­სი­ას და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას პო­ლი­ტი­კურ პა­ტიმ­რად და უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­აჩ­ნდათ - ნუცა, ჩემი მო­თხოვ­ნაა, თუ ოდ­ნავ მა­ინც თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა შეგ­რჩა, უარი თქვი მა­მა­ჩე­მის გვარ­ზე (რა­ტომ ატა­რებ მა­მა­ჩე­მის გვარს? ეტყო­ბა კარ­გად იყე­ნებ, სა­დაც გჭირ­დე­ბა)."