"გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე ვესაუბრე..." - "ჩცდ"-ს მსახიობი ნინო მუმლაძე მოულოდნელად გარდაცვლილ ბარბარე ბეჭვაიაზე
მსახიობი ნინო მუმლაძე 27 წლის ბარბარე ბეჭვაიასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
"პირველად რომ დამირეკ,ა რონიზე ვიყავი ფეხმძიმედ... მომიყვანა "ვიშლისთში" და უამრავი ნივთი მაჩუქა...
მას მერე სამშობიაროდან დაწყებული, ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე გვერდით გვედგა მე და რონის, არა მხოლოდ როგორც კომპანიის პიარი, არამედ როგორც ყურადღებიანი და უსაყვარლესი ადამიანი...
ასე დავახლოვდით, დავმეგობრდით... ბოლოს მის გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე ვესაუბრე, ფოტოებით ვხედავ, როგორ გაიზარდა რონი და რომ ჩამოვალ, 1 დღე გამომიყვანე მინდა ვნახოო...
თან სულ იმას მეუბნებოდა, რომ გაიზრდება, ხომ ეტყვი რომ ჩემ ხელშია გაზრდილიო... კი ვეტყვი, აუცილებლად ვეტყვი... იმასაც ვეტყვი, როგორი ლამაზი იყავი პეპელასავით ხანმოკლე ცხოვრებით...
მშვიდობით ჩემო პატარა მეგობარო, ჩემი და უამრავი სხვა ადამიანის ცხოვრების მშვენიერო საჩუქარო...სულ მემახსოვრები, როგორც ლამაზი პეპელა, რომელიც ყველას ულამაზებდა ცხოვრებას" - წერს ნინო მუმლაძე.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ 27 წლის ბარბარე ბეჭვაია მოულოდნელად გარდაიცვალა. ახლობლების ინფორმაციით, მას ქორწილში ცეკვის დროს გული გაუჩერდა.