loader

"თუ ეს არასწორია, მაშინ დღესვე დავტოვებ თანამდებობას" - რა თქვა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან "სადგურის მოედანზე" კორპუსის სახურავის ნაწილის ჩამონგრევაზე საუბრისას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თუ ეს არასწორია, მაშინ დღესვე დავტოვებ თანამდებობას" - რა თქვა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან "სადგურის მოედანზე" კორპუსის სახურავის ნაწილის ჩამონგრევაზე საუბრისას?

მინ­და კი­დევ ერთხელ მი­ვუ­სამ­ძიმ­რო და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს. მოხ­და უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა, რაც ძა­ლი­ან მძი­მე და ცუ­დია. რაც შე­ე­ხე­ბა გან­ცხა­დე­ბას შე­ნო­ბის ავა­რი­უ­ლო­ბის კა­ტე­გო­რი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, აღ­ნიშ­ნულ კორ­პუსს აქვს მე­სა­მე კა­ტე­გო­რი­ის ავა­რი­უ­ლო­ბის ხა­რის­ხი. ჩემი შეც­დო­მა იყო, რო­დე­საც ვთქვი მე­ხუ­თე კა­ტე­გო­რია. ამას არ აქვს არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვებ­ზე სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც "სად­გუ­რის მო­ედ­ნის“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის სა­ხუ­რა­ვის ნა­წი­ლის ჩა­მონ­გრე­ვას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

ამას­თან, რო­გორც კახა კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ინ­ფორ­მა­ცია, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია ავა­რი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბი­დან მო­სახ­ლე­ო­ბის 100%-ის თან­ხმო­ბის გა­რე­შე გა­იყ­ვა­ნონ, ტყუ­ი­ლია, იმ შემ­თხვე­ვა­ში კი, თუ მსგავ­სი რამ და­დას­ტურ­დე­ბა, მზა­დაა თა­ნამ­დე­ბო­ბა დღეს­ვე და­ტო­ვოს.

"ჩემი თხოვ­ნა იქ­ნე­ბა, ნუ გა­ავ­რცე­ლებთ არას­წორ და მცდარ ინ­ფორ­მა­ცი­ას. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გე­უბ­ნე­ბით, ამ ტი­პის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. ამას სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ. თუ ეს არას­წო­რია, მა­შინ დღეს­ვე დავ­ტო­ვებ თა­ნამ­დე­ბო­ბას. მსგავ­სი ცვლი­ლე­ბე­ბი არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა, რომ 100%-იანი თან­ხმო­ბის გა­რე­შე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა ხალ­ხი სახ­ლე­ბი­დან გა­მო­ყა­როს. ეს ხდე­ბო­და 2012 წლამ­დე“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.