loader

საბანკო ასოციაცია საზოგადოებას აფრთხილებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საბანკო ასოციაცია საზოგადოებას აფრთხილებს

საბანკო ასოციაციის განცხადებით, დილიდან, ლეგიტიმური კომპანიის სახელით, იგზავნება ყალბი შეტყობინებები, სადაც კიბერთაღლითები მომხმარებლებს მავნე ბმულზე გადასვლით, ტრანსპორტირების ხარჯების გადახდისკენ მოუწოდებენ.

ასოციაცია მოქალაქეებს კიბერთაღლითობის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდაციებით მიმართავს.

"დღეს დილიდან, ლეგიტიმური კომპანიის სახელით, იგზავნება ყალბი შეტყობინებები, სადაც კიბერთაღლითები მავნე ბმულზე გადასვლით, ტრანსპორტირების ხარჯების გადახდისკენ მოგიწოდებენ.

როგორ უნდა მოიქცეთ ამ და მსგავსი შეტყობინების მიღებისას?

არავითარ შემთხვევაში არ დააჭიროთ შეტყობინებაში მოთავსებულ ბმულებს, განსაკუთრებით კი თუ გამომგზავნი ითხოვს დაუყოვნებლივ მასზე გადასვლას;თუ თქვენ ელოდებით ამანათს ან გზავნილს, მისი მოწოდების სტატუსი შეამოწმეთ მომწდებელი ტრანსპორტირების კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ან მის აპლიკაციაში, რომლითაც თქვენ არაერთხელ გისარგებლიათ;თუ თქვენ დააჭირეთ მავნე ბმულს და შეიყვანეთ რომელიმე ანგარიშის დასახელება და პაროლი, უმალვე გამოცვალეთ ამ და სხვა ანგარიშზე ეს პაროლი და დააყენეთ ძლიერი პაროლი;თუ თქვენ დააჭირეთ მავნე ბმულს და შეიყვანეთ ბარათის მონაცემები, დაბლოკეთ ეს ბარათი ინტერნეტ/მობაილ ბანკიდან ან მომსახურე ბანკში დარეკვით ეს ბარათი გააუქმეთ და ახალი აიღეთ;შეამოწმეთ თქვენი ტელეფონი ვირუსების/მავნე ფაილების არსებობაზე;დარწმუნდით, რომ ტელეფონზე ოპერაციული სისტემის განახლებული ვერსია გაქვთ დაყენებული. თუ არა, ბოლო განახლება დააყენეთ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.