“ქართული ოცნების” მიერ დემოკრატიაზე თავდასხმა სულ უფრო მძიმე ხდება - საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოყვება" - კაია კალასი
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეაფასეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისადმი ევროკავშირის მხარდაჭერის საკითხი და სხვადასხვა ვარიანტები განიხილეს.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” მიერ დემოკრატიაზე თავდასხმა სულ უფრო მძიმე ხდება.
კალასი ამბობს, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოყვება.
“საქართველოს რაც შეეხება:
“ქართული ოცნების” მიერ დემოკრატიაზე თავდასხმა სულ უფრო მძიმე ხდება. დღეს [ევროკავშირის] მინისტრებმა შეაფასეს სამოქალაქო საზოგადოებისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა და სხვადასხვა ვარიანტები განიხილეს - მეტი რისი გაკეთება შეგვიძლია.
ეს მოიცავს უვიზო რეჟიმის შეჩერებას, ასოცირების შეთანხმების შეჩერებასა და სანქციებს. საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოყვება”, - განაცხადა კალასმა.