loader

"დასთან ერთად იყო. ბაზარში ორივე ერთად ხორცის საყიდლად მიდიოდნენ, თურმე. სამი დღეა, რაც ბინა იყიდა და-ძმამ, სანახევროდ და უნდა აღენიშნათ" - რას ყვება "სადგურის მოედანზე" ტრაგიკულად დაღუპული მამაკაცის მეზობელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დასთან ერთად იყო. ბაზარში ორივე ერთად ხორცის საყიდლად მიდიოდნენ, თურმე. სამი დღეა, რაც ბინა იყიდა და-ძმამ, სანახევროდ და უნდა აღენიშნათ" - რას ყვება "სადგურის მოედანზე" ტრაგიკულად დაღუპული მამაკაცის მეზობელი

თბი­ლის­ში, სად­გუ­რის მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რედ, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში მომ­ხდარ ნგრე­ვას ორი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, ერთი კი და­შავ­და. ტრა­გე­დია 14 ივ­ლისს, და­ახ­ლო­ე­ბით, 19:00 სა­ათ­ზე, თევ­დო­რე მღვდლის ქუ­ჩა­ზე მოხ­და.

და­ღუ­პუ­ლია და­ვით ბარ­თია და კი­დევ ერთი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც იქვე ვაჭ­რობ­და. და­ვით ბარ­თია იმ დღეს დას­თან ერ­თად ბა­ზარ­ში ხორ­ცის სა­ყიდ­ლად მი­დი­ო­და, როცა ნან­გრე­ვებ­ში მოყ­ვა.მისი და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი ცხე­და­რი მაშ­ვე­ლებ­მა ნან­გრე­ვე­ბი­დან ამო­იყ­ვა­ნეს, მისი და კი მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბით კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. გლო­ვაა მარ­ტვი­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ბალ­და­ში, სა­დაც დათო ბარ­თია გა­ი­ზარ­და. დღეს მისი ჭი­რი­სუ­ფა­ლია მთე­ლი სო­ფე­ლი.

ნანი ბარ­თია, და­თოს მე­ზო­ბე­ლი:

- დასთან ერთად იყო. ბაზარში ორივე ერთად ხორცის საყიდლად მიდიოდნენ, თურმე. სამი დღეა, რაც ბინა იყიდა და- ძმამ, სანახევროდ და უნდა აღენიშნათ. ამ დროს დატრიალდა ეს თავზარდამცემი ამბავი. მთელმა სოფელმა გავათენეთ წუხელ, იქ, თბილისში ბიჭები დასტრიალებენ თავს. ჯერ პროზექტურაშია მისი დასახიჩრებული ცხედარი და ველოდებით, როდის ჩამოსვენებენ. ჩემი ბიჭი არ არის საქართველოში და იქიდან დასტირის. ჩემს შვილებთან ერთად გაიზარდა. არაფერი დარჩა. ნანგრევებში იპოვეს მისი სხეულის ნაწილები, ამის გააზრებაც მიჭირს. დნმ-ით უნდა დადგინდეს, რომ დათოა. მისი და შეესწრო ამ ფაქტს, ისიც დაშავდა, ფეხი აქვს მოტეხილი, ძამიკო, ძამიკოო, იძახდა. მან ჯერ არ იცის, რომ ძმა გარდაცვლილი ჰყავს. წაიკითხეთ სრულად...