"ცოლ-ქმრის მდგომარეობა მძიმეა...": რას ამბობს ლევან რატიანი რიკოთზე უმძიმესი ავარიის შედეგად დაშავებულებზე? - 12 ივლისს, ავარიის შედეგად, 3 წლის ბავშვი ადგილზე დაიღუპა
12 ივლისის ღამით, რიკოთზე უმძიმესი ავარია მოხდა - ბენზინის მანქანას საბურავი გაუსკდა და "პრადოს" მარკის ჯიპს შეეჯახა, რომლითაც ოჯახის 5 წევრი (დედ-მამა და სამი მცირეწლოვანი შვილი) მგზავრობდა. ავტოავარიის შედეგად შუათანა - 3 წლის ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, დანარჩენები კი მძიმედ დაშავდნენ.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ბავშვები თავს უკეთ გრძნობენ და ისინი იაშვილის კლინიკიდან უკვე გაწერეს, ხოლო დედ-მამა საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიან მკურნალობის კურსს. კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის ცნობით, პაციენტების მდგომარეობა მძიმე რჩება.
"ცოლ-ქმრის მდგომარეობა მძიმე რჩება, ისინი დღესდღეობით მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. ქალბატონს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. რაც შეეხება მამაკაცს, მიმდინარეობს ტრავმულ-ჰემორაგიული შოკის მენეჯმენტი, მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ, შესაძლოა მასაც დასჭირდეს ქირურგიული ჩარევა"