loader

"კვლავ სპონტანურ სუნთქვაზეა“ - რას ამბობს ექიმი ქალის მდგომარეობაზე, რომელიც „სადგურის მოედნის“ მიმდებარედ კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კვლავ სპონტანურ სუნთქვაზეა“ - რას ამბობს ექიმი ქალის მდგომარეობაზე, რომელიც „სადგურის მოედნის“ მიმდებარედ კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა?

„გლობალ მედის“ რეანიმაციის ხელმძღვანელის, კობა ბალიაშვილის განცხადებით, ქალი, რომელიც 14 ივლისს „სადგურის მოედნის“ მიმდებარე კორპუსის სახურავის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა, კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და მისი მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პაციენტის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით არ გაუარესებულა.

„ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. სტაბილურად მძიმედაა. დაზიანებებიდან გამომდინარე საყურადღებოა მდგომარეობა, გაუარესებით ნამდვილად არ გაუარესებულა. არანაირი ქირურგიული ჩარევა არ დასჭირვებია. მიმდინარეობს მონიტორინგი იმ ფარგლებში, როგორშიც გვჭირდება, შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით ვმკურნალობთ და გეგმური კვლევები უტარდება, რომელიც სჭირდება. გაუთვალისწინებელი არაფერი მომხდარა ღამის განმავლობაში. კვლავ სპონტანურ სუნთქვაზეა“,- განაცხადა კობა ბალიაშვილმა.

ცნობისთვის, 14 ივლისს, საღამოს „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ერთი პირი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

ასევე, მომხდარიდან მალევე, საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებთა გასახლებაც დაიწყო, რომლებიც ალტერნატიულ საცხოვრებლებში გადაიყვანეს.