კახა კალაძის მიმართვა მათ, ვინც ავარიულ კორპუსში ცხოვრობს - "მუნიციპალიტეტი გიდგებათ თავდებში..."
„ძალიან ხშირად ვაწყდებით პრობლემას, როდესაც ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოსახლეობა ითხოვს იმაზე მეტ ფართს, ვიდრე თავად ცხოვრობენ. მუნიციპალიტეტს ამის საშუალება არ აქვს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძემ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა თევდორე მღვდლის ქუჩაზე ავარიული კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს.