"ლაშა პაპაშვილი დალაგებული იყო ღარიბაშვილთან, "ახალი პატრონი" კი ეუბნება, რომ ფული უნდა მიიტანოს ივანიშვილთან... ივანიშვილმა "ქოცების", მათ შორის ფავორიტი ბიზნესმენების "გაპარსვა" დაიწყო" - ლაშა ფარულავა
ლაშა პაპაშვილი არის ხელისუფლების ბიზნესმენი, რომელიც კორუფციული მოვლენის ნათელი მაგალითია - ის დალაგებული იყო ღარიბაშვილთან, ახლა ხელისუფლებაში შიდა გადაადგილებები მიდის, პატრონი დაკარგა და ახალმა პატრონმა დაიწყო მისი ბიზნესისთვის კონკრეტული ბუღალტრული აღრიცხვა, ეუბნება, რომ ფული უნდა მიიტანოს იქ, სადაც უნდა მიიტანოს - ივანიშვილთან,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც ლაშა პაპაშვილის ბიზნესცენტრში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლას და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას გამოეხმაურა.
როგორც ფარულავამ აღნიშნა, „ივანიშვილი ყველაზე კარგად ხვდება, რა მოელის და შიგნით რეპარაცია დაიწყო“.