loader

"გული გაქვთ? ადამიანი ხართ? ბავშვს მიხედონ მაჩვენონ, როგორ არის, ცხოვრებაში არ ჰქონია ასეთი რაღაც" - აქციაზე დაკავებული გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გული გაქვთ? ადამიანი ხართ? ბავშვს მიხედონ მაჩვენონ, როგორ არის, ცხოვრებაში არ ჰქონია ასეთი რაღაც" - აქციაზე დაკავებული გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დროს ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი გი­ორ­გი გორ­გა­ძე სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე შე­უძ­ლოდ გახ­და. სხდო­მა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ამ წუ­თებ­ში შე­ჩე­რე­ბუ­ლია.

ბრალ­დე­ბულ­თან სა­სა­მარ­თლოს ექი­მი ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, ის სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­და­ნაა გაყ­ვა­ნი­ლი.

ბრალ­დე­ბუ­ლის დე­დამ მო­სა­მარ­თლე თა­მარ მჭედ­ლიშ­ვილს მი­მარ­თა.

"გული გაქვთ? ადა­მი­ა­ნი ხართ? ან იქით გა­უშ­ვით, ან აქეთ“, - გა­ნა­ცხა­და გორ­გა­ძის დე­დამ.

მას მან­და­ტუ­რებ­მა დამ­შვი­დე­ბის­კენ მო­უ­წო­დეს.

"ბავ­შვს მი­ხე­დონ მაჩ­ვე­ნონ, რო­გორ არის. ცხოვ­რე­ბა­ში არ ჰქო­ნია ასე­თი რა­ღაც. არ გა­მო­იყ­ვა­ნეს გო­ლი­ა­თი?“, - გა­ნა­ცხა­და ბრალ­დე­ბუ­ლის დე­დამ, რის შემ­დე­გაც მან პრო­კუ­რო­რებს მი­მარ­თა.

"არ გრცხვე­ნი­ათ, ზი­ხართ ჩუ­მად!“, - გა­ნა­ცხა­და გორ­გა­ძის დე­დამ.

სხდო­მის დარ­ბა­ზი პრო­ცე­სის გა­ნახ­ლე­ბამ­დე ყვე­ლა პირს და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს.

ცნო­ბის­თვის, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი­დან სამს - ზვი­ად ცე­ცხლა­ძეს, ვე­ფხია კას­რა­ძე­სა და ვა­სილ კა­ძე­ლაშ­ვილს ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ედა­ვე­ბი­ან. მათ 6-დან 9-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბათ.

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი­დან ხუთს - გი­ორ­გი გორ­გა­ძეს, ირაკ­ლი მი­მი­ნოშ­ვილს, ინ­საფ ალი­ევს, თორ­ნი­კე გო­შა­ძეს და ნი­კო­ლოზ ჯა­ვა­ხიშ­ვილს ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ედა­ვე­ბი­ან. მათ 4-დან 6-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბათ.

წყარო: IPN.GE