"ბოლო კადრი გულს მიკლავს, გვანიშნებდი რამეს ჩემო სიცოცხლე?“ - რა კადრებს აქვეყნებს გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და?
გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს:
"ეს ვიდეო როგორ ავაწყე მე ვიცი.. ცრემლები თავისით მოდის, რომ გიყურებ როგორ გიხაროდა სიცოცხლე, როგორი ბედნიერი იყავი ამ დღეს.. მე ორმაგად ბედნიერი ვარ, რომ მოასწარი ტკბილი მოგონებების შეგროვება და უბედნიერესი იყავი ამ დღეს.
მაგრამ ბოლო კადრი გულს მიკლავს, მტკივა უსაშველოდ.. გული გიგრძნობდა მეგიკუნა? პირველი კადრი არ იყო დამშვიდობების სადარბაზოდან, ხშირად ემშვიდობებოდი მაგ ჟესტით ყველას.. გვანიშნებდი რამეს ჩემო სიცოცხლე?…
მტკივა ყველაფერი, მტკივა უშენობა, მტკივა რომ ვერ დაგეხმარე ვერაფრით… შანსი რომ მქონდეს და არჩევანი, დაუფიქრებლად გაგიცვლიდი ადგილს, ხომ იცი .. მთელი ცხოვრება ხელჩაკიდებულებს უნდა გვევლო მეგიკუნა, მთელი ცხოვრება შენი ნანატრი და ვიქნები! ჩემს სულს ნახევარი ნაწილი ააცალეს, რომელსაც ვერ დავიბრუნებ ვერასდროს, სიცარიელე მაქვს გულში, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ვერ შემივსებს..
ისევ ერთი კითხვა მაქვს.. რატომ ღმერთო? ნუთუ ასე ხანმოკლე აღმოჩნდა ჩემი დისთვის ცხოვრება?! ყველას ახსოვხარ ენერგიული, სიცოცხლით სავსე, ცხოვრება რომ ძალიან უხაროდა, მაგრამ არ გაცადეს მეგიკუნა,
არ გაცადეს! გამომგლიჯეს შენი თავი ხელებიდან მეგიკუნა…" - წერს ნაზი ჯაიანი და ვიდეოს აქვეყნებს.
გონიოში 14 ივნისს დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საზოგადოება შეძრა. ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მიმავალმა BMW-ს ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და იქვე სახლთან გაჩერებულ სატვირთო მანქანას დაეჯახა. დაიღუპა სამი 25-წლამდე ასაკის გოგო - მეგი ჯაიანი, სალომე გორგაძე და ანა მახარაძე. ისინი სოფელ სამებიდან იყვნენ. სამართალდამცავებმა საჭესთან მყოფი ახალგაზრდა ბიჭი აჩი დევაძე დააკავეს და მას პატიმრობაც შეეფარდა.